|
2018-10-15 16:43:44, 1822 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს", – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა წყალდიდობები ან ხანძრები, საფრთხეს წარმოადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თემა. ბუნების დაცვა, არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. კლიმატური ცვლილებები ეხება ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ წყალდიდობებს, ხანძრებს. ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს. უცხოეთში ყველა კონფერენციებში, სადაც მსჯელობენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, თქვენი წარმომადგენელი ვიქნები. პრეზიდენტის წასვლა ასეთ კონფერენციებზე აჩვენებს ყველას, რომ ქვეყანა ამ ბრძოლაში ჩართულია. საქართველო მრავალფეროვანი ბუნების მქონეა, მთელი მსოფლიოსთვის ღირებულია აქაური ფაუნა და ფლორა.. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დავიცვათ ის და მოვითხოვოთ ჩვენი პარტნიორების დახმარება ამ რეგიონს მოცემულობაში აქვს ეკოტურიზმი, ეკოპროდუქტები, რაფტინგი და ბევრი სხვა და ამ ყველაფრის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სპორტი, რომელიც ველურ ბუნებაში ძალიან კარგად ვითარდება. მათ შორის ცხენოსნობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი სპორტული სახეობა და არ მესმის თუ რატომ არ არის საქართველოში მეტად განვითარებული, არადა ნამდვილად ზის ჩვენს ხასიათში და ნაკლემ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)