19:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 16:21:36, 1588 ნახვა

პოლიტიკა
„სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს და სუბელიანს - ბანდიტები თქვენკენ მოიკითხეთ“ - ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის  ფონზე მიმდინარეობს. ერთამენთს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.

ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ტყვეობაშია. მისი თქმით, მმართველ გუნდის სათანადო ბერკეტები არ გააჩნია, რომ „არაფორმალურ დაჯგუფებებზე გავლენა იქონიოს“.

„არ მქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმენდი იმას, რისი მოსმენაც უნდა საზოგადოებას. ქვეყანაში შეიძლება არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც სჯეროდა, რომ ერთი დღით მაინც გამოხვიდოდით ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და „ქართული ოცნების“ როლიდან, და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდით განცხადებას. მაგრამ ამ ადამიანებს იმედები გაუცრუვდა. ნამდვილად არ გამტყუნებთ, არც ერთ თქვენგანს, ვინც აქ ხართ იმიტომ, რომ თქვენ არანაირი ბერკეტები არ გაქვთ, რომ გავლენა მოახდინოთ არაფორმალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც მართავენ ქვეყანას. ვერ გეტყვით ვერავის, თუნდაც ბატონ მდინარაძეს, რომ - „წადი ახლა საქმე გაურჩია ფარცხალაძეს ან სუბელიანს“. გუშინდელი ჩანაწერები თუ კიდევ არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავენ არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კოორდინაციაში არიან მინისტრებთან, სუბარი, გახარია თუნდაც და ამისი არ გჯერათ, რაზე უნდა ვისაუბროთ. არ მინდა თქვენთან ჩხუბი, მუშტი-კრივს ხომ არ გავმართავთ?! მოწყვეტილი ხართ რეალობას. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელი დღემდე დასჯილი რატომ არ არის, ეს გუშინ ვერ გავიგეთ?! დაახლოებით ერთი თვე ათენებს და აღამებს რუსთაველის გამზირზე, ყველანი ხომ მამები ვართ და დედები. 2012 წელს საზოგადოებას იმიტომ, არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდოდა უკეთესი და არა უარესი. წინა ხელისუფლებას წარმატებები რაც ჰქონდა, ის უნდა გაგეგრძელებინათ და არ უნდა გაგეათმაგებინათ გადაცდომები. სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს და სუბელიანებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ ფარცხალაძის სარდაფში მარტო ყიფიანი იყო, ცდებით. თქვენ არ გაქვთ მართვის ბერკეტები, თქვენ გაქვთ მხოლოდ იმის ბერკეტები, რომ ფული იშოვოთ და სასახლეები ააშენოთ. თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრი უფრო დაცულია ვიდრე თქვენ. უდიდესი ზვავი დაგეცათ გუშინ“, - მიმართა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

დეპუტატის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არ გააჩნია, მორალური უფლება მსგავსი განცხადებები აკეთოს:

„ნიკა მელია ხმას რომ იღებს, ეს არის დიდი უბედურება. ბანდიტები თქვენკენ მოიკითხეთ, სასახლეებიც  და კრიმინალებიც თქვენკენ მოიკითხეთ. საკუთარი ცოდვები მოიკითხეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მაღალ მატერიებზე რომ საუბრობს, ეს არის უბედურება ჩვენს ქვეყანაში და ეს უბედურება დასრულდება ძალიან მალე. „ნაციონალები“ გამოირჩეიოდნენ გაუპატიურებით, ბიუზნესის რეკეტით და ადამიანების უფლებების შელახვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics