02:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-14 13:00:58, 1085 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებს საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო.

კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ კურსს წინასაარჩევნოდ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის ყველა პოლიციელი გაივლის.

სწავლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სპეციალისტი და IFES- საქართველოს ოფისის ექსპერტები უძღვებიან.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველები საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების რისკების დროულად გამოვლენასა და შეფასებას, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და სამართალდარღვევებზე სწორ რეაგირებას შეძლებენ.

სწავლების ეფექტიანობისა და არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დამატებით შეიმუშავა ელექტრონული სწავლების მოდული, რომლისთვისაც მომზადდა ვიდეოგაკვეთილი და თემატური აუდიოლექციები. ამავე მოდულის ფარგლებში, პოლიციელებისათვის ხელმისაწვდომია არჩევნების მომწესრიგებელი ნორმატიული მასალა. მოდული, ასევე, მოიცავს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და IFES- საქართველოს ოფისის მიერ პოლიციელთა სწავლებისთვის მომზადებულ სპეციალურ მასალებს. აღნიშნულ კურსს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ყველა პოლიციელი ელექტრონული ფორმით გაივლის.

გარდა ამისა, აკადემიის ინსტრუქტორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენერთა ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics