|
2018-10-12 20:45:12, 1702 ნახვა
საზოგადოება
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
თბილისში 11-12 ოქტომბერს გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიგრაციის, მობილობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელი თემაზე „საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის საკითხებზე“. ორდღიანი შეხვედრა ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით მოეწყო. შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკომისიის, პარტნიორი საერთაშორისო სააგენტოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოქალაქეთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების სფეროში წარმატებული პრაქტიკა განიხილეს, ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც შეიძლება მსგავსი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვას. შეხვედრის მიზანი კოორდინირებული მიდგომის გამომუშავება იყო, რომლითაც ევროკავშირი, მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნები იხელმძღვანელებენ კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგიების განხორციელებისას.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)