|
2018-10-12 17:15:15, 1418 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებული ფორუმი 13-14 ოქტომბერს აღარ გაიმართება
თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი 13-14 ოქტომბერს აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რუსი ახალგაზრდების კავშირის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ფორუმის გადადების მიზეზი ის "უსაფუძვლო აგრესიაა", რომელიც მედიის და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან იგრძნეს. „არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყველაფერი რიგზეა არაა. 10 წელზე მეტია ორ ქვეყანას გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა დარგში მომუშავე ადამიანების ურთიერთობების დეფიციტი. ამ სიტუაციაში დამნაშავის ძიება ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა გულხელდაკრეფილი ვყოფილიყავით და დაგვეიგნორებინა უბრალოდ ხალხის სწრაფვა ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად. ფორუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, როგორც რუსმა ასევე ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. ცალკეული პირების და მედია საშუალების მხრიდან ფორუმის ორგანიზატორების მისამართით იგრძნობა უსაფუძვლო აგრესია. ასეთ პირობებში, ფორუმის მონაწილეობის უსაფრთხოებას ვერ ვუზრუნველყოფთ. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ფორუმის ჩატარება სხვა დროისთვის გადავდოთ. მისი ჩატარების ანონსს კი წინასწარ გავავრცელებთ“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით, 13-14 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმის გამართვა იგეგმებოდა.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)