21:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 15:51:02, 3720 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი ოფიციალურ ელ-რიადს ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ჰაშაღი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოფიციალური ანკარა ჟურნალისტის მკვლელობაში საუდის არაბეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. თურქეთმა შესაბამისი ცნობა ამერიკის ოფიციალურ პირებს უკვე მიაწოდა.

ანკარამ ელ-რიადი ჟურნალისტის მკვლელობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც სამართალდამცველების მიერ მოპოვებულ აუდიო და ვიოდე ჩანაწერებს გაეცნო.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს, რათა პოლიციას ის არ ეპოვა. მათივე მტკიცებით, ჟურნალისტის მოსაკლავად, საუდის არაბეთმა თურქეთში „სიკვდილის ესკადრონი“ გაგზავნა, რომელიც 15 კაცისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ჰაშაღი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics