18:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 14:35:30, 1735 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ

„შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, როდესაც ქართულის არცოდნაზე საუბრობენ, ყველას ავიწყდება, რომ შეხვედრაზე სერგეი ლავროვს ქართულად ესაუბრა.

„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics