01:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 13:50:44, 1798 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკას, რომელზეც დაფუძნებულია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა

ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკას, რომელზეც დაფუძნებულია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა- ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით,  ეს გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რესურსის ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსებაზე მიმართვას. 

იგი ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას სახელმწიფო ბიუჯეტში არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯების არსებობის შესახებ.

„თითოეული პროექტის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც პროექტი განხორციელდება და მას შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პროგრამა. პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ გაიზარდა პროგრამის დაწყების შემდგომ მრავალწლოვანი კულტურები საქართველოში და რამდენად მეტი მოსავალი მოვა, რაც ერთი მხრივ, იმპორტს ანაცვლებს და ზრდის ექსპორტის შესაძლებლობას. იმაზე საუბარი, რომ ესა თუ ის პროგრამა არის არამიზნობრივი, თუ შეფასება არ განხორციელდა და არგუმენტებით არ ვისაუბრეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარეთ. პროგრამის “აწარმოე საქართველოს“ გაუმჯობესება შეიძლება და ამაზე ახალი მინისტრი მუშაობს, რათა აღნიშნული პროგრამა უფრო მეტად ეფექტური და დახვეწილი იყოს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics