|
2018-10-10 20:27:12, 1477 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ ბანკისგან“ სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა [ვიდეო]
„გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან" სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. განაცხადი ამ მოთხოვნით ჯაფარიძემ ბანკში დღეს დატოვა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას იმავე რაოდენობის თანხა ეკუთვნის წინასაარჩევნო თანხების დასაფარად. აღნიშნული მუხლით მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების", მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისარგებლა და მან მიიღო კიდეც 1 მილიონი ლარი. „კანდიდატი არის? კანდიდატი ვარ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას? არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს? მილიონი მომცენ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, ბანკ „ქართუში" მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, თუ როგორ მოხდა ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილზე 1-მილიონიანი სესხის გაცემა. „ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში" განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)