|
2018-10-10 19:35:42, 1116 ნახვა
საზოგადოება
„იმოგზაურე ნარჩენების გარეშე“ - „ვისოლი“ ახალ გარემოსდაცვით კამპანის იწყებს
„ვისოლი გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-თან ერთად ახალ გარემოსდაცვით კამპანიას - „იმოგზაურე ნარჩენების გარეშე იწყებს და მძღოლების მიერ მგზავრობისას ავტომობილიდან ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით მოუწოდებს საზოგადოებას, გარემოს გაუფრთხილდნენ. ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსთან არსებული ტერიტორიის დასუფთავებაში „ ვისოლის“ თანამშრომლებთან ერთად, CENN-ის მოხალისები და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილოებდნენ. „ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. დღევანდელი აქციით გვსურს მგზავრებს მოვუწოდოთ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ იმ მდიდარ ბუნებრივ რესურსებს, რაც საქართველოს აქვს. მგზავრობისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამბსუბუქებლად, უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტის გარდა, „ვისოლი“ ეკო მეგობრული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასაც ახდენს და საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებას“. - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. დასუფთავების აქციების კამპანია „იმოგზაურე ნარჩენების გარეშე“ გაგრძელდება ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ და ეცდება იმოქმედოს მძღოლთა სამოგზაურო ქცევაზე, რომ ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)