18:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 15:14:17, 1670 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ კარლ ჰარცელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (European Union Monitoring Mission) განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნა. 

მხარეებმა ყურადღება ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics