18:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 20:32:47, 1918 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „პატრიოტებში“ წევრიანდება

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „პატრიოტებში“ წევრიანდება.

როგორც ჭიჭინაძემ განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება მან მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს.

„ირმა ინაშვილთან საუბარი მქონდა. მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქციის შევსება მოხდეს მანამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან. იმისათვის, რომ ფრაქციის ინიციატივები და ტრიბუნა არ გაუქმებულიყო, ფრაქციის წევრი მანამდე ვიქნები, ვიდრე სხვას მოელაპარაკებიან. თუმცა ისევ დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ფრაქცია "პატრიოტები" დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა. რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, ის „ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან ზაფხულში გარიცხა, თავად კი უმრავლესობის რიგები სექტემბერში დატოვა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics