|
2018-10-08 19:37:50, 880 ნახვა
საზოგადოება
ფონდი „ქართუ“: დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება
ფონდ „ქართუს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებულ დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. როგორც ფონდში აცხადებენ, სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. „ბოლო პერიოდში, მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მივიჩნევთ ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში.გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის“, - ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)