17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 16:47:45, 1291 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: რუსეთი ევროსაბჭოში შანტაჟის გზით ვერ დაბრუნდება

"რუსეთი ევროსაბჭოში შანტაჟის გზით ვერ დაბრუნდება", - ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საკითხის ირგვლივ მიმდინარე განხილვებს.

„რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება შეუჩერდა ყირიმის ანექსიის გამო და მას შემდეგ არათუ შეცვალა თავისი დამპყრობლური პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ, არამედ გააუარესა. საქართველოში ისევე როგორც უკრაინაში ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის ოკუპაციის შედეგებს.

რუსეთმა მის მიმართ გამოყენებული სანქციების მოხსნისთვის ყველაზე სამარცხვინო გზა აირჩია - ეს არის შანტაჟის გზა. მას სურს უპირობოდ, ევროსაბჭოს წლების მანძილზე დადგენილი პრინციპების უგულებელყოფით დაბრუნდეს ხმის უფლებით ასამბლეაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება.

ნამდვილად მჯერა რომ ევროპის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ როგორი მძიმე შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ევროსაბჭოსთვის რუსეთთან რაიმე მსგავს კომპრომისზე წასვლა და მეზობელი ქვეყნების მიმართ მის აგრესიაზე თვალის დახუჭვა. იმედი მაქვს, რომ ევროპის ქვეყნების პოზიცია  ძალიან პრინციპული იქნება რუსეთის მხრიდან შანტაჟის ამ მცდელობაზე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics