17:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 20:27:49, 2075 ნახვა

პოლიტიკა
ეთნიკურ უმცირესობათა შეხვედრები პრეზიდენტობის კანდიდატებთან

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით დაიწყო შეხვედრების ციკლი პრეზიდენტობის კანდიდატებთან, რომლებშიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი აზრის ლიდერები.

შეხვედრათა ციკლის ფორმატში 7 ოქტომბერს, სასტუმრო „მუზეუმში“ გაიმართა დისკუსიები პრეზიდენტობის კანდიდატებთან დავით ბაქარაძესთან და შალვა ნათელაშვილთან.

შეხვედრები მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული აუდიტორიის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას პრეზიდენტობის კანდიდატების როგორც ზოგადი პოლიტიკური ხედვების, ასევე უმცირესობებთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საპროგრამო მიდგომების თაობაზე, რაც საბოლოო ჯამში წაახალისებს უმცირესობათა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

შეხვედრები შესაძლებლობლობას აძლევს ერთი მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატებს მოახდინონ საკუთარი საპროგრამო ხედვების პრეზენტირება, ხოლო მეორე მხრივ უმცირესობებს მიკუთვნებული აუდიტორიის წარმომადგენლებს შეიქმნან მკაფიო წარმოდგენა პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური ინიციატივების თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, შეხვედრებზე გაჟღერებული კონკრეტული სათემო წუხილების, პრობლემებისა და გამოწვევების თაობაზე წარმართული დისკუსია ხელს შეუწყობს მათ ასახვას პრეზიდენტობის კანდიდატების სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასა და პროგრამულ ინიციატივებში.

შეხვედრები იმართება „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics