|
2018-10-07 20:00:04, 1762 ნახვა
საზოგადოება
ნიკა, ძალიან გაგვახარე! - პრემიერი ჩოგბურთელს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს. "ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია! არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი. ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, კარიერაში პირველად, TOP30-ში შეაღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)