17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 13:36:02, 2757 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ საბჭოთა სტილის კამპანია ვითარდება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ შეხვედაზე საუბარი  წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. 

"ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად, პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ ვითარდება და რომელიც უკვე ყველა ზომას და ზღვარს გადასცდა. წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა, და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება. საჭიროა, რომ ყველამ იცოდეს და მეც გავავრცელო, თუ რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics