17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 11:36:09, 2839 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ, საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ზურაბიშვილმა აგვისტოს თვეში 12 შემომწირველიდან 51 101 ლარი მიიღო. სექტემბერში კი, 113 პირისგან მიიღო შემოწირულობა, ჯამში პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შემოწირულმა თანხამ 329 475 ლარი შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზურაბიშვილმა საკუთარ თავსაც შესწირა. მისი შემოწირულობა 40 ათას ლარს შეადგენდა. შემომწირველებს შორის შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი ვახტანგ ლაღიძეა, რომელმაც ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. 

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics