10:56 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 11:21:03, 2397 ნახვა

საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში დააბრუნეს [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

მერაბიშვილი კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში" 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა. გარდა ამისა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმში მონაწილეობა ყოფილი მინისტრის ოჯახის მიერ მოწვეულმა მედიკოსებმა, კერძოდ ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ექს პრემიერი კლინიკაში უკვე რამდენჯერმე მოათავსეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საპირისპიროს ამტკიცებენ მერაბიშვილის ადვოკატები და მეუღლე. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა დამძიმდა და ის მხოლოდ სიმპტომალურ მკურნალობას გადის. 

ვანო მერაბიშვილის კლინიკიდან გადაყვანის კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics