09:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 17:58:48, 2545 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური - ადვოკატებს მერაბიშვილის გაუმჯობესებული მდგომარეობის შესახებ ახალი დოკუმენტაცია გაეგზავნათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25 ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით).

„აქვე აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინი დოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან.

რაც შეეხება 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი სამედიცინო ჩანაწერების ასლებს, ისინი სხვადასხვა დროს, 13.09.2018წ. N841990 და 19.09.2018წ. N860607 წერილებით იქნა ასევე მიწოდებული.

ადვოკატებისათვის დღეს გაგზავნილი „ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება (სამედიცინო დოკუმენტაცია NIV-100/ა), ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავე დოკუმენტის თანახმად თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, პატივი სცენ პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო კვალიფიციური პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics