|
2018-10-03 12:42:12, 1171 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი დაიწყო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი დაიწყო. სწავლების მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტი დავით ღონღაძე მიესალმნენ. სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ საკითხებს კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციებზე, ასევე გენდერულ თანასწორობაზე არჩევნებში, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე, არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილებაზე და გაშუქების ძირითად სქემებზე. „საარჩევნო ადმინისტრაცია სწავლების ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად აგრძელებს ტრადიციას, და წელსაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის დაიწყო სამდღიანი სწავლების ციკლი, იმისთვის, რომ არჩევნების წინ ყველამ ერთად გავიაროთ და შევხედოთ რა სიახლეა კანონმდებლობაში, რა არის არჩევნები, როგორია მისი გაშუქების კარგი და საერთშორისო სტანდარტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომდევნო სამი დღე იქნება ნაყოფიერი და ძალიან სასარგებლო ჟურნალისტებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“,- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ. ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერათაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებს. სამი დღის განმავლობაში სწავლებას როგორც ტელე/რადიო მაუწყებლობის, ისე ბეჭდური და ონლაინ მედიის 70-ზე მეტი ჟურნალისტი გაივლის.
(NS)
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)