|
2018-10-02 15:31:52, 1333 ნახვა
საზოგადოება
კლასიკური ავტომობილების რალი „Peaks of the Caucasus" დაიწყო
დღეს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალიმ - Peaks of the Caucasus - აიღო სტარტი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სამოცამდე ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. დღეს რალის მონაწილეები ვარძიას ესტუმრებიან. Peaks of the Caucasus 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მარშუტი: 2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ) 3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ) 4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ) 5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ) 6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ) 7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ) 8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ) 9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ) 11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ) 12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ) 13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ) 14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ) რალიში მონაწილე მანქანები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული. ინიციატივა „Peaks of Caucasus"-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia" ჩატარდა. „რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით". - ბარტ კლაინი რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება. „Peaks of the Caucasus"-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.
(R)
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)