19:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 12:21:35, 3266 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგში დონალდ ტრამპმა ბოლო ადგილი დაიკავა

ანალიტიკური ცენტრის Pew Research Center -ის კვლევის თანახმად, ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, იკლო ამერიკისადმი ნდობის მაჩვენებელმაც, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საკმაოდ მაღალი იყო.

გამოკითხვაში მონაწილეობა 25 ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. კერძოდ ანალიტიკურმა ცენტრმა 26 112 ადამიანი გამოკითხა.

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო 27% თეთრი სახლის ლიდერისადმი ნდობით გამოირჩევა.

ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს აქვს, რომელმაც გამოკითხვაში 52% მოიპოვა. მეორე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია (46%). მესამე ადგილს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იკავებს. მას გამოკითხულთა 34% ენდობა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გამოკითხულთა 30% ენდობა, 60% კი არა. სიაში ბოლო ადგილი დონალდ ტრამპმა დაიკავა.

ამავე კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ნდობა ამერიკის პრეზიდენტებს შორის ბარაკ ობამას ჰქონდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics