|
2015-06-09 09:20:06, 1127 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო დროშები დაუშვა
კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი, კაპრალი დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)