23:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 09:13:01, 1988 ნახვა

ეკონომიკა
დამწყები მეწარმეებისთვის ახალი ბიზნეს პლატფორმა იწყება

 თბილისი მეწარმეობის ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე - 2018“-ს უმასპინძლებს. პროექტი  „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. 
ფესტივალი თბილისი მოლში გაიმართება და ერთ სივრცეში თავს მოუყრის  დამწყებ მეწარმეებს ქვეყნის მასშტაბით.  პროექტში გარდა დამწყები მეწარმეებისა  მონაწილეობას მიიღებენ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ახალბედა ბიზნესმენები, მეწარმე ქალები, სტარტაპერები, რომელთათვისაც მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ახალია. „მეწარმეთა სივრცე 2018“-ის მიზანია საშუალება მისცეს დამწყებ მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.
გამოფენა-გაყიდვა 13.00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებლებს პროდუქციის მინიმალურ ფასად შეძენის შესაძლებლობაც მიეცემათ. ასევე დაგეგმილია სხვა წამახალისებელი აქტივობები, როგორც სტუმრებისთვის, ისე მონაწილეებისთვის.
ფესტივალზე დაჯილდოვდებიან ის ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებიც პროექტ „Yes Georgia“-ს ფარგლებში დაფინანსდნენ და წარმატებით უძღვებიან საკუთარ ბიზნესებს ქვეყნის მასშტაბით.
მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა უკვე დაწყებულია. განაცხადის წარდგენა 10 მარტამდე გაგრძელდება ვებ გვერდზე: www.yes-startup.ge ან www.yesstartup.ge.  გამოფენაზე მონაწილეობა უფასოა და მას ორგანიზატორი პროგრამა „Yes-Georgia“ აფინანსებს. 
 „მეწარმეთა სივრცე - 2018“  ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება. 
პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო  „კრისტალთან“ ერთად.
პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics