03:41 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 13:36:11, 2510 ნახვა

საზოგადოება
მუსიკის ფესტივალი Close Encounters იხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას ბაღში, ქართულ-შვეიცარული, თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკის  ფესტივალი - Close Encounters იხსნება.

ფესტივალის პირველ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Zagareli & Strings, KORDZ, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და ფრედერიკ რობინსონი (გერმანია/შვეიცარია). გახსნაზე შესრულდება ნატალია ბერიძის ნაწარმოები  Blue Intervals of Perishing - ალტისთვის, პიანოსთვის და სიმებისთვის,  ნიკა მაჩაიძის ნაწარმოები STRATA 1- ელექტრონიკისთვის და ალტისთვის,  ასევე, ფრედერიკ რობინსონის და ალექსანდრე კორძაიას ნაწარმოებები. სულ შვიდი კონცერტი (ხუთი თბილისსა და ორი რეგიონში ), ორი შეხვედრა - საუბარი და სამი ვორქშოფი ჩატარდება.

ფესტივალის  მონაწილეებიდან  განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტერ კონრადინ ცუმთორი (შვეიცარია) და კლაუს ლანგი (ავსტრია). პეტერ ცუმთორი ორ შეხვედრას გამართავს და  არქიტექტურისა და მუსიკის კავშირებზე ისაუბრებს.

2005 წლიდან  მოყოლებული, წელს აქტუალური მუსიკის  ფესტივალი მე-6-ჯერ იმართება. თითოეული ფესტივალი ორ ეტაპად ტარდებოდა, ორ ქვეყანაში: საქართველოსა და შვეიცარიაში; აერთიანებდა  და ერთმანეთთან აკავშირებდა, როგორც დამწყებ, ასევე, აღიარებულ შვეიცარიელ და ქართველ მუსიკოსებს. დაარსების დღიდან ფესტივალის ფოკუსი თანამედროვე და ძველი მუსიკაა. ასევე, სტილისტური მიკერძოების გარეშე, ძველის და ახლის, ტრადიციისა და ავანგარდის, ხშირად საწინააღმდეგო ესთეტიკური პოზიციების ერთიანობის ჩვენება. 

ფესტივალი  4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებების ლოკაციებია:  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდი დარბაზები, კლუბი „მტკვარზე“, ილიას ბაღი (ყოფილი ვარდების ბაღი),  ჭადრაკის სასახლე, კავთისხევი და თელავის მუსიკალური სასწავლებელი.

 

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics