03:13 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:19:53, 1019 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია ევროკავშირის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

მინისტრმა კარლ ჰარცელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომი მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ძალისხმევა უსაფრთხოების სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაცია საერთო ჯამში ძალიან წარმატებულია, რაზეც მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, მინისტრთან და სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დიდი მიღწევის არასასურველი ეფექტი. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი სამუშოა გასაწევი, თუმცა დასაფასებელია, საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგეგ არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით გაწეული საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics