|
2018-09-28 14:05:29, 1240 ნახვა
საზოგადოება
მაღალჩინოსნების ხელფასებზე და დანამატებზე ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება
ახალ ვებგვერდზე Datalab.ge მაღალჩინოსნების ხელფასების, დანამატების, სამივლინებო, საწვავისა თუ სხვა სახის ხარჯების შესახებ ინფორმაცია განთავსდება. ვებგვერდი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) წარადგინა. შეხვედრა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა გახსნა. მან ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რაც საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს. „აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ პარლამენტში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა, სადაც, ვფიქრობ, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები,“ – განაცხადა ლევან ავალიშვილმა. რაც შეეხება ახალ ვებგვერდს, IDFI-ის ელექტრონული მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ტურაშვილის განცხადებით, ბაზა მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სტატისტიკა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა. „www.DataLab.ge-ზე მოცემულია 800-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, 165 ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემები ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საჯარო ადმინისტრირება, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება, ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დანაშაულის სტატისტიკა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება და გარემო“, - განმარტა თეონა ტურაშვილმა.
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)