17:16 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:20:06, 2178 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობა გადამწყვეტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან არის გადამწყვეტი; იმიტომ, რომ სასამართლომ შეაგროვოს მტკიცებულებები გამოძიების პროცესში და კიდევ ერთხელ დადასტურდეს საქართველოს მხრიდან ის, რაც არის სასიცოცხლო და  მთავარი, რომ ამ გამოძიებისას ჩვენ ვეძიებთ დამტკიცებას იმ დანაშაულებების, რომლებიც ეხება ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობას, ქართველების ეთნიკური წმენდას, ასევე, გორის დაბომბვას 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა გამოიყენა „ისკანდერი". ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გარეშე წინსვლა ვერ იქნება.

დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეს პრიორიტეტები; ითქვა, რომ საქართველო ჩაატარებს ოქტომბერში უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონფერენციას;  ითქვა ისიც, რომ ჩვენ ახალ ფურცელს გადავშლით თანამშრომლობის დარგში და ხელს მოვაწერთ მოლაპარაკებების შემდეგ  შეთანხმებას პატიმრების გაცვლის სფეროში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ფატუ ბენსუდასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics