13:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 23:30:34, 2064 ნახვა

პოლიტიკა
სებასტიან კურცმა და მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს

საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე. 

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა აფასებს. 

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობაზე და ამ ტენდენციის გაგრძელების მნიშვნელობაზე, ასევე - პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.  

საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საკუთარი ხედვა გააცნო და განსაკუთრებით აღნიშნა ავსტრიის, როგორც პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზარების მნიშვნელობა. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ემსახურება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics