13:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 13:03:31, 2257 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ნიუ-იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგარდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. 
ახალგაზრდებმა მოისმინეს მთავრობის მეთაურის ხედვები, განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროში მათ შორის  ინოვაციური მიდგომების დანერგვას გულისხმობს. 
პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიესალმება თითოეული მათგანის იდეებსა და აქტიურ მონაწილეობას, როგორც რეფორმის წარმატებით განხორციელების, ისე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში. 
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს. 
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში 17 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი ბაკალავრიატში, ნაწილი კი მაგისტრატურაზე, მათ შორის საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics