12:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 13:18:13, 2247 ნახვა

პოლიტიკა
3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის.

მისივე თქმით, ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.   

„ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გაწევრიანდება ალიანსში და ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მომზადებას წევრობისთვის. საქართველოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში წვლილი შეაქვს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს მიერ წარმოებულ საწვრთნელ ოპერაციაში ავღანეთში და ქვეყანას სტაბილურობის დამყარებაში ეხმარება“, - აღნიშნა გიოტმიოლერმა და დასძინა, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს მიერ ნატოს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას.

„მოხარული ვარ სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობით. ეს იყო პირველი შეხვედრა პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სამიტის დასრულების შემდეგ. ძალიან მოხარული ვიყავით, სამიტზე საქართველოს მასპინძლობითა და ნატო-საქართველოს კომისიის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარებით. ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორისაა“, - განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics