15:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 17:06:03, 1753 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი კახაბერი: არ ვაპირებ ზურაბიშვილს მივცე ხმა - ის ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს, ან არჩევნებში მონაწილეობას აგვიკრძალავს

დეკანოზი კახაბერი: ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში მონაწილეობას აგვიკრძალავს

„პირადად მე არ ვაპირებ რომ ზურაბიშვილს მივცე ხმა და ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს... ის პრეზიდენტობის შემთხვევაში ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას“, - ასე გამოეხმაურა მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი,  „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც სამღვდელოება კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

მამა კახაბერის თქმით, სასულიერო პირებს აზრის გამოხატვის უფლება ისევე აქვთ, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს.

„არანაირად კონკორდატის დარღვევა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასულიერო პირები საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყანაში სხვადასხვა პროცესებთან დაკავშირებით.  სალომე ზურაბიშვილს კი არ აქვს უფლება მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ის რომ ეკლესია ერევა, ეს ტყუილია, ეკლესია არ ერევა. ისევე როგორც, მე, ჩემი პირადი აზრი შემიძლია გამოვხატო და გითხრათ, რომ მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო, ან ამას მიეცით, ხმა ან იმას მიეცით ხმა, რადგან ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი, ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს, თუმცა პირადად მე, ნამდვილად არ ვაპირებ მას მივცე ხმა და ამისი უფლება მაქვს როგორც მოქალაქეს, მე არ მომწონს მისი პოზიციები თუნდაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი. თითქოს ირღვევა კონკორდატი ეს არ არის სიმართლე, კონკორდატი დაირღვეოდა მაშინ, რომ ეკლესიას დაერღვია კონსტიტუციის რომელიმე მუხლი. ეკლესიას კონსტიტუციის მუხლი არ დაურღვევია,  ჩვენ ვაფიქსირებთ აზრს, ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, რომ გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, კანონით არის ეს მიღებული  და როგორ, სასულიერო პირს არ აქვს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან ან არჩევნების მონაწილების უფლება არ უნდა მოგვცენ. გამოდის რომ მას პრეზიდენტობის შემთხვევაში რომ თქვა, ეკლესიას მივხედავო, მოგვხედავს ასე, რომ ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა დეკანოზმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics