|
2015-06-06 13:49:31, 1246 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისმსახურება IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კაპელანმა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში აღავლინა. დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს პატივი. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)