|
2015-06-06 12:53:18, 602 ნახვა
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი: ქეთევან წამებულის გამზირზე ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, სკვერის ნაწილია
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის განმარტებებს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით, ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, სკვერის ნაწილია და იქ მსგავსი პროექტის განხორციელება დაუშვებელია. „რა საინტერესო პასუხია! ნაციონალებს 5 წლის წინ გაუყიდიათ სკვერის ნაწილი და ახალი ხელისუფლება ნაცვლად იმისა რომ დაებრუნებინა ეს ნაკვეთი უფრო მეტს სცოდავს და სასტუმროს პროექტს ითანხმებს. რა მაგარი ლოგიკაა მერიის - "იმათ თუ დააშავეს ჩვენ დავაშავებთ არანაკლებს და უფრო გულმოდგინედ". ყოჩაღ ოცნებავ, ყოჩაღ ნარმანიავ ! ის ტერიტორია არის სკვერის ნაწილი - მიბრძანდით და ნახავთ საკუთარი თვალით ნებისმიერი ადამიანი. ამ სკვერში სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი ! მილიონი ხე არა იხვი....“, - წერს ალეკო ელისაშვილი. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის მერიის კიდევ ერთ განმარტებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისში საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა-ნაგებობა იდგა. „ახლა კი გავყვეთ მერიის ლოგიკას და დააკვირდით ფოტოს და მაკეტს რომლებზეც ჩანს მეტეხის საპყრობილის კორპუსები. ეს შენობები ააგეს 1818 წელს (დრო და დრო ემატებოდა შენობები) და საბოლოოდ 1960-იანების დასაწყისში დაანგრიეს. შესაბამისად ხომ არ იფიქრებდა მერია გორგასლის ძეგლის აღებაზე და კორპუსების მშენებლობაზე? როგორ გამოაცოცხლებდა აღნიშნულ საზოგადოებრივ სივრცეს კაი კოხტა კორპუსები და სასტუმროები ! აბა, ცარიელა გორგასლის ძეგლი ძაან კლავს იქაურობას. ვახ, ღმერთო რატომ ჰგონიათ მერიაში მომუშავე ადამიანებს მერიაში არამომუშავე დანარჩენი ადამიანები ბრიყვები?“, - აცხადებს ელისაშვილი. შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო აშენდება, მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას არ წარმოადგენს. მერიაში აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია. „კანონმდებლობის მიხედვით, რეკრეაციულ ზონა 2-ში, სპეციალური ზონალური ნებართვით, ასევე, დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს, საგამოფენო დარბაზის, ღია და გადახურული კინოთეატრისა და სხვა დანიშნულების მქონე ობიექტების მშენებლობა. საარქივო ფოტომასალიდან ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორიის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისში საცხოვრებელი ფუნციის მატარებელი შენობა-ნაგებობა იდგა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს. იგი მდებარეობს სკვერის მიმდებარედ და არა სკვერში. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არათუ არ ნიშნავს სკვერის ხელყოფას, არამედ მოახდენს აღნიშნული საზოგადოებრივი სივრცის გამოცოცხლებას. საპროექტო ტერიტორია 2010 წელს გასხვისდა. ტერიტორიაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია სპეცნებართვა და მასზე დასაშვებია სასტუმროს მშენებლობა“, - აღნიშნავენ მერიაში.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)