|
2015-06-06 12:26:07, 516 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეხვედრაზე შიდა პარტიულ საკითხებს განიხილავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით იქნება. „მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით, მინდა ჩემს კოლეგებთან გარკვეული კონსულტაციების გავლა. აქ არიან მცხეთა-მთიანეთის დეპუტატებიც. როგორ მუშაობს პარტიული ორგანიზაცია, შემდგომი პერსპექტივები, რა არის საჭირო, რომ გაძლიერდეს. წინაასაარჩევნო მზადებები მალე უნდა დაიწყოს და აქედან გამომდინარე, საინტერესო თემაა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)