17:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 16:24:08, 1354 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 9%-ით გაიზარდა.

2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 319 ფრენით ანუ 9%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის იანვარ - აგვისტოს  პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 69 912 ფრენა შეადგენ, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 4.2% -ით (2 791 ფრენით) მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. „საქაერონავიგაცია“ 8 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 31 303 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ანუ 21.4%-ით მეტია.

უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ - აგვისტოს ჩათვლით 27 859 000 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850). 

საქართველოს აეროპორტების   აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics