13:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 19:40:53, 1058 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მე და ზაზა სარალიძე შავ დღეში ჩაგვაგდო

უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მე და ზაზა სარალიძე შავ დღეში ჩაგვაგდო, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ის და მისი შვილი ტერორიზმში უმიზეზოდ დაადანაშაულა.

„ისევ მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, არანაირი სიმართლე არ დადგინა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს გამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მკვლელები უნდა დაისაჯონ. ასეთი სახის დანაშაული ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქართველი ერის წინაშე თავს დავდებ, რომ არც თემირლანი და არც მე, როგორც დამაბრალეს, ტერორისტები არ ვართ. ვართ საქართველოს შვილი, ქართველი ხალხის ხმა და ბოლომდე ასე იქნება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოდით გარეთ, რათა დავშალოთ არსებული სისტემა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობიდან ჩამოსული ათობით ადამიანი შეუერთდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics