|
2015-06-05 17:52:00, 1170 ნახვა
სამხედრო
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედრო მასამსახურეებმა პროფესიული დღე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე „კავშირი-2015“ სწავლების დასრულებით აღნიშნეს. ღონისძიებას გენერალური შტაბის წარმომადგენლები და კომპანია „ჰარისის“ ნატოსა და ცეტრალური ევროპის ქვეყნების მთავარი რეგიონალური მენეჯერი, უილიამ მორისი დაესწრნენ. ხუთდღიან სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. „კავშირი-2015“ მართვის პუნქტების მოწყობას ტაქტიკურ და სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე მოიცავდა. სწავლება კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემების საშუალებით მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის დახვეწას ისახავდა მიზნად. ღონისძიების დასასრულს, კავშირგაბმულობის ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უწყებრივი მედლებით წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)