11:04 - 28 Jul, 2026
|
2015-06-05 17:47:07, 1171 ნახვა
სამხედრო
ოცეულის სერჟანტის მე-11 შუალედური კურსი დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტის მე-11 შუალედური კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დამთავრება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. ოცეულის სერჟანტის შუალედური კურსი 2 მარტს დაიწყო. კურსი 38 მსმენელმა გაიარა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით, თავდასხმით და საპატრულო ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაეუფლნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)