04:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 11:30:51, 1277 ნახვა

სამართალი
მტკვარში 60 წლამდე ქალი დაიხრჩო

თბილისში, მტკვარში 60 წლამდე ასაკის ქალი დაიხრჩო.

შემთხვევა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„8 საათსა და 10 წუთზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამთო ქიმიის მიმდებარედ, ქალბატონი გადახტა მტკვარში, ადგილზე მობილიზიებული იქნა 2 სამაშველო ბრიგადა, რომლებიც 5 წუთში უკვე ადგილზე იყვნენ, ქალბატონს გაეწია პირველადი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსმა, კობა ჯოხაძემ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვლაიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics