04:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 12:41:13, 1170 ნახვა

სამართალი
სარალიძე: სამარცხვინოა ეს დასკნა, „ქართული ოცნება“ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ზაზა სარალიძემ განაცხადა,  კომისიამ ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას - ვინ მოკლა მისი 16 წლის შვილი.

 „სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა, ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი - ვინ მოკლა დავით სარალიძე დ არა ვინ გაღუნა დანა, რა თქმა უნდა, ვინც გაღუნა ისიც დამნაშავეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას და დღეს ვღებულობთ ჩვენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას? რას ელოდებიან? პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს, მინდა შევახსენო ბატონ მდინარაძეს, რომლიც საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიზე 10 სექტემბრიდამ აქციებს აანონსებს, მას სავარაუდოდ, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემურლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics