16:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 04:50:59, 3219 ნახვა

მსოფლიო
ზახარჩენკოს მკვლელობის გამო პუტინი იმუქრება

ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორები დამსახურებულად დაისჯებიან. - ამის შესახებ, ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომელსაც კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

„ალექსანდრე ზახარჩენკო ჭეშმარიტი სახალხო ლიდერი იყო. ის მამაცი ადამიანი, დონბასის პატრიოტი იყო. თავისი მშობლიური მხარისთვის ურთულეს დროს მის დასაცავად დადგა, თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო.
 ზახარჩენკოს საზარელი მკვლელობა იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მათ, ვინც ტერორისა და ძალადობის გზა აირჩია, არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაჭრა, მათ არ სურთ რეალური დიალოგის წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობასთან. ისინი სახიფათო ფსონს აკეთებენ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, რათა დონბასის ხალხი დააჩოქონ. მათ ეს არ გამოუვათ" - ნათქვამია კრემლის გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ზახარჩენკოს თანაშემწემ განაცხადა. სეპარატისტულმა ძალებმა მომხდარი ტერაქტად შეაფასეს და დონეცკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში მდებარე კაფე „სეპარში“ აფეთქების შედეგად დაიღუპა. 

ფოტომონტაჟი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics