14:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 19:33:21, 966 ნახვა

რეგიონი
სოფელ ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში 220 მეხანძრე-მაშველი , 17 სახანძრო მანქანა, ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები  და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ხანძრის გაჩენის პირველივე დღიდან ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ადგილზე პრევენციის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები   და განახორციელებენ ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს.

„ერთი ჯგუფი დარჩება, დაახლოებით 20-და 50 ადამიანამდე. ასევე, ადგილზე დარჩება რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაც. არსებობს მონიტორინგის გარკვეული სტანდარტი და  რისკების საბოლოო შეფასების შემდეგ ისინიც დატოვებენ ტერიტორიას,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში.  სწორედ ასეთი ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 10 ჰექტარამდე ტყის ფართობი დაიწვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics