10:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:59:12, 1204 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობა მეორე ტურის შანსს გაზრდიდა

„მარგველაშვილს გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და მისი არჩევნებში მონაწილეობა მეორე ტურის შანსს გაზრდიდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგვიანებული და გაუგებარია.

„მას შეეძლო უფრო ადრე ეთქვა საზოგადოებისთვის საკუთარი გეგმების შესახებ და გაუგებარია, იმიტომ რომ მარგველაშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს, მისი არჩევნებში მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად ზრდის მეორე ტურის და ხელისუფლების დამარცხების შანსს, თუმცა ამას მე ვერ ვუწოდებ ჩვენი საარჩევნო კანპანიისთვის ხელის შემშლელს“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics