10:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 12:00:07, 1190 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ვისაც ქვეყნის წინსვლა გაგვიხარდება, ყველა ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, კაშიას მიმართ ზოგიერთი მოქალაქეების მიერ გამოხატული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიუღებელია. 

"გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა იმას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - მინდა, რომ ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში", - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​განწყობილი საზოგადოების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 22 აგვისტოს UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდო (Equalgame) გადასცა. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესია ამ ჯილდომაც გამოიწვია. ამის შემდეგ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი გააუქმა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics