10:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 17:34:17, 1219 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული

აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ თბილისის მერის და ჩემი კოლეგების ინიციატივას საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების გართულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.

„ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ასაღებად 35 000 აშშ დოლარის ნაცვლად, დასჭირდება 100 000 აშშ დოლარზე მეტი უძრავი ქონების შეძენა.

ამის გარდა უცხოელი, ქონების სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ბინადრობის უფლებას საერთოდ დაკარგავს. ამავე დროს ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უნდა განახორციელოს მინიმუმ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და მისი წლიური ბრუნვა მინიმუმ 120 000 აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს.

ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, რაც ამ კანონის უმთავრესი დადებითი მხარეა.

კანონპროექტის შესაბამისად, აღმოიფხვრება კანონში დღემდე არსებული ხარვეზები, რომლებიც იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მანიპულაციის შესაძლებლობებს - მათ თავისუფლად შეეძლოთ რამდენიმეჯერ დაეფიქსირებინათ ერთი ბინის გადაყიდვა უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებზე და ამით ეძლეოდათ საშუალება ბინადრობის უფლება მოეპოვებინათ რეალურად ბინის შეძენის გარეშე. ცვლილებებით ეს ხარვეზებიც მთლიანად აღმოიფხვრება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics