10:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 15:12:17, 861 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება

საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტი საინტერესოდ მიმდინარეობს და დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.

„მთავარი საკითხი, რაც ეკონომიკური ბლოკის ნაწილში გვაქვს, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. საგარეო ვაჭრობის კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, თუმცა გვსურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რათა არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე, თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნების ჩართულობით ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა - ეს იყო ჯერ  ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე", – განაცხადა  ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკაც.

„ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად,  სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, პირველადი მოხმარების საგნებზე", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics