12:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 12:32:46, 921 ნახვა

საზოგადოება
ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა „თბილისი“ განთავსდეს

ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა - "თბილისი" განთავსდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის განმარტებით, აღნიშნული იდეა მოქალაქეს ეკუთვნის. 

"ასევე გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო იდეა, ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს, ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი" ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა "თბილისი" იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე. მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, ვიკითხოთ - რამდენად შეიძლება პროექტის განხორციელება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics