12:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 12:24:22, 812 ნახვა

საზოგადოება
შესაძლოა, თბილისში „ეშმაკის ბორბალზე“ გიგანტური საათი დამონტაჟდეს

შესაძლოა, თბილისში გიგანტურ "ეშმაკის ბორბალზე" საათი დამონტაჟდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის განმარტებით, შესაბამისი პროექტი მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც პლატფორმა "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში დაფიქსირდა.

კახა კალაძის თქმით, "ამ პროექტმა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა დააგროვა".

მისივე განცხადებით, თბილსერვისის ხელმძღვანელმა უკვე ჩაატარა გამოკითხვა, შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება და რა თანხა იქნება ამისთვის საჭირო.

"არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც დაინტერესებულია და ამბობს, რომ ამ პროექტის გაკეთება შესაძლებელია. ესენია ფილიპსი და იგუცინი. ეშმაკის გიგანტური ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეა ძალიან საინტერესოა და ჩვენ განვიხილავთ მის განხორციელებას. მის ავტორს პროექტის აღწერაში უწერია, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და შესაძლოა ტურისტული თვბალსაზრისით ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს, რაშიც ვეთანხმები", - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics